02
11 2009
ლექციები ახალქალაქსა და მარნეულში
2009 წლის 23 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონალურმა ოფისებმა, ქალაქ ახალქალაქსა და მარნეულში, ბატონი გია ჯანდიერის - საჯარო ლექციას უმასპინძლა. ბატონი გია ჯანდიერი გახლავს საქართველოს ახალი ეკონომიკის სკოლის ვიცე-პრეზიდენტი და დამაარსებელი. მოწვეულმა სტუმარმა ვრცლად
მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ 2004 წლიდან განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და ისაუბრა აღნიშნული რეფორმების გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკაზე. ლექციის შემდეგ საინტერესო დისკუსია
საჯარო ლექცია გაიმართა ეთნიკურ უმცირესობათა საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს ფინეთის მთავრობა და ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. საჯარო ლექციას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.