18
08 2009
სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო პოლიტიკასა და მოლაპარაკებათა ტექნიკაში
პროგრამა “სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო პოლიტიკასა და მოლაპარაკებათა ტექნიკაში” “შეიქმნა, რათა საქართველოს მთავრობას დაეხმაროს მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში. პროექტის მიზანია პოლიტიკის შემუშავებასა და მოლაპარაკების ტექნიკის შესახებ პრაქტიკულ მეცადინეობებში საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვა. მეცადინეობები, მიზნად ისახავს, არა მარტო, ქართული საჯარო ადმინისტრაციისა და საჯარო პოლიტიკის რეფორმირებას, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხთა გარშემო საჯარო პოლიტიკის ქმედითი დოკუმენტების შემუშავებას. პროექტის ქვაკუთხედს თანამედროვე მენეჯმენტის შესახებ ცოდნის, პრაქტიკისა და უნარების საჯარო მოხელეთათვის გაცნობა და მათი ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს.
პროგრამა ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (SIDA) და მის განხორციელებას საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) მოახდენს. ამ პროექტის ფარგლებში ფონდის ძირითადი პარტნიორები შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტი (SIPU International) და ესტონეთის დიპლომატიის სკოლა (ESD) იქნებიან.
პროგრამა ხელს შეუწყობს საჯარო მმართვეელობის ისეთი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომლის ძირითად მახასიათებლებს ანგარიშვალდებულება, ქართული საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინება, საფუძვლიანი გადაწყვეტილებების გამჭვივრვალედ მიღების უნარიანობა და ცვლადი გარემოებების მიმართ მოქნილობა წარმოადგენს. გარდა ამისა, პროგრამის მიზანია საქართველოში ორგანიზაციათა და სექტორთა თანამშრომლობის გაუმჯობესება და სამთავრობო მოხელეთა შესაძლებლობების გაზრდა, სხვა სახელმწიფოებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებისას საქართველოს უკეთ წარმოჩენის კუთხით.
პროგრამა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება (2009 – 2013 წწ.) შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
- საჯარო მოხელეთა სწავლება პოლიტიკისა და მოლაპარაკებების ტექნიკაში. ექვსი თვის განმავლობაში ქართველი საჯარო მოხელეეები საჯარო პოლიტიკისა და მოლაპარაკებების ტექნიკაში სწავლებას გაივლიან და ამასთან ერთად, ქვეყნისათვის აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებენ GFSIS მენტორების ხელმძღვანელობით. მოხდება ხუთი საუკეთესო რეფერატის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნება. სწავლების შემდეგ მოეწყობა რეფერატის საჯარო განხილვა და სასწავლო ვიზიტი ესტონეთში.
- ტრენერთა მომზადების (თოთ) კომპონენტის ფარგლებში ექვსი ქართველი პროფესიონალი ქართულ ენაზე შეიმუშავებს სასწავლო პროგრამას საჯარო პოლიტიკასა და მოლაპარაკებათა წარმოების სფეროში.
- სწავლება ადამიანური რესურსების მმართველთა პროფესიული განვითარებისათვის ქართულ საჯარო სამსახურში თანამედროვე პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისთვისაა გამიზნული. აღნიშნული კომპონენტი მოიცავს საჭიროებებზე დაფუძნებულ ათ ოთდღიან პროფესიული განვითარების კურსს და სასწავლო ვიზიტს შვედეთში.
- ცოდნისა და რესურსების გაცვლა მიზნად ისახავს სამთავრობო სტრუქტურების სპექტრში საჯარო პოლიტიკის სფეროში მონაწილეთა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის უფრო მეტი კომუნიკაციის, ცოდნის გაცვლის, კონსულტაციისა და თანამშრომლობის წახალისებას პროექტის ვებ-გვერდის შექმნისა და კურსდამთავრებულთა ქსელის ჩამოყალიბების გზით.