23
02 2010
გრიგოლ ვაშაძე ეწვია ფონდს

2010 წლის 23 თებერვალს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა დამოუკიდებელ ექსპერტებთან.
შეხვედრის მსვლელობისას მინისტრმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხები. განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონალური პოლიტიკა.
