» თავფურცელი  | » სიახლენი
» Web-Mail | » Eng | » ქარ
 » ჩვენს შესახებ
     მისალმება
     ისტორია და მისია
     ვინ ვართ ჩვენ
     რას ვსაქმიანობთ
     დონორები და პარტნიორები
 » მკვლევარები
     უმცროსი ექსპერტები
     მოწვეული სტუმრები
     მოწვეული ექსპერტები
 » პროგრამები
     კონფერენციები, სემინარები, შეხვედრები
     ტრენინგი
     საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი
     სხვა პროექტები
 » პუბლიკაციები
     ეკონომიკა
     პოლიტიკა
     უსაფრთხოება
     სხვა
 » რესურსები
     გთავაზობთ
     ბიბლიოთეკა
 » შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი

გაფართოებული ძიება
   სიახლენი
01 12 2009
პროექტის -“პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა” სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

parties_2.jpg

2009 წლის 1 დეკემბერს, 15:00-ზე საქართველოს სატრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამის “პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა” კურსდამთავრებულთა დაჯილდოვება. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.


parties_3.jpgპროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკური იდეოლოგიები და სისტემები, პოლიტიკური ანალიზი, ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს ეკონომიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირი,  საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიები და სხვა.


პროექტის პირველი ციკლი წარმატებით დაასრულა 11 პოლიტიკური პარტიის 26-მა წარმომადგენელმა.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების, ასევე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და წარმომადგენლები.


პროექტის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებსა და ახალ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ბატონმა დენის კიფმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ბატონმა ალექსანდრე რონდელმა. 

patara_kvekana_150.jpg

evrokavshiris_institutebi_1.jpg

The ENP Conflict Resolution Georgia

Georgian and Abkhaz Perspectives

cooperation_en.jpg

  ყველა უფლება დაცულია. (c) 2001-2009. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
მისამართი: თბილისი. 0108. ჩიტაძის 3ა. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.
ტელ.: + (995 32) 473555 | ფაქსი: +(995 32) 985265 | gfsis@gfsis.org